სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, 45 მეტრი სიმაღლის დახრილ მინარეთზე ტერორისტული დაჯგუფების შავი დროშა 2014 წლიდან იყო აღმართული. ეს სწორედ ის მეჩეთია, სადაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა 3 წლის წინ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა.
„ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო სააგენტო „ამაქის“ ცნობით, მეჩეთი ამერიკულმა თვითმფრინავმა გაანდადგურა. ამ ინფორმაციას აშშ უარყოფს.
„ჩვენ ამ ტერიტორიაზე დარტყმები არ განგვიხორციელებია. მეჩეთის განადგურებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოზეა“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“.
მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლა უკვე ცხრა თვეა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ არაერთი მუსულმანური ძეგლი, ეკლესია და სალოცავი, ასევე ასირიული და რომაული ერის ღირსშესანიშნაობები გაანადგურა როგორც ერაყში, ისე სირიაში. ტერორისტული დაჯგუფება 2015 წელს აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც მოსულის მუზეუმში დაცული, ჩვ. წ. აღ.-მდე მე-7 საუკუნის არტეფაქტების განადგურება იყო ასახული.