BBC-ის ინფორმაციით, სროლა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. რამდენადაც ცნობილია, თავდამსხმელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო აღჭურვილი. ის პოლიციამ დაჭრა, თუმცა მაინც მოახერხა მიმალვა. ამ დროისთვის სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრასბურგში მყოფ პირებს მოუწოდებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460.