weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის საპასუხო ქმედება იყო ადეკვატური

11:05 პარასკევი, 07 აპრილი 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქიმიური იარაღის განთავსებით, სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და მსგავსი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება.

„მიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება იყო დროული, ადეკვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა.

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტ ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა, რისთვისაც შორი რადიუსის მოქმედების 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]