weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აღიარებული ჩინელი ფოტოგრაფი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

12:55 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

ცნობილი ჩინელი ფოტოგრაფი ლუ გუანი, რომელსაც გამოჩენილი საქმიანობის გამო ჯილდოებიც აქვს მიღებული, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ფოტოგრაფის მეუღლე სუ სიაოლი აცხადებს, რომ ქმარი 3 ნოემბრის შემდეგ არ უნახავს.

საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინელი ფოტოგრაფი ქვეყნის მთავრობამ დააკავა ან მოკლა - ლუ გუანის შემოქმედებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ხშირად ბლოკავდა, რადგან ფოტოგრაფი, როგორც წესი, ფოტოებზე მწვავე სოციალურ პრობლემებს ასახავდა.

ლუ გუანის ფოტოებზე ჩინელი ხალხის გაუსაძლისი ყოფა, მძიმე მუშაობა, გარემოს დაბინძურება, უაღრესად გაჭირვებული მოსახლეობა, აივ-ინფიცირებულები, უსახლკაროები, ავადმყოფები, ობოლი ბავშვები და სხვა მსგავსი პრობლემებია ასახული, რომელთა გავრცელებასაც ჩინეთის მთავრობა კრძალავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]