ხანძრების შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი და დაშავდა 200-ზე მეტი. უმრავლესობა დაიღუპა მაშინ, როდესაც ავტომანქანებით ცდილობდა ცეცხლში გახვეული რაიონებიდან გაქცევას.
ექსპერტების ვარაუდით, 17 ივნისიდან მოყოლებული, ტყეები 40 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გადაიწვა. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ ხანძარს ბოლო წლების „უდიდესი ტრაგედია“ უწოდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, პორტუგალიაში ანომალიური სიცხე მომდევნო დღეებში აღარ იქნება, რამაც შესაძლოა შედარებით გააიოლოს ხანძართან ბრძოლა.