weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იდლიბში ზარინის გაზი ან მისი ანალოგი გამოიყენეს - OPCW

15:09 ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017

ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის (OPCW) აცხადებს, რომ სირიის პროვინცია იდლიბში აპრილის დასაწყიში მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ზარინის მომწამლავი გაზი ან მისი ანალოგი.

OPCW-ის ხელმძღვანელ აჰმეთ უზუმჯუს თქმით, სპეციალური დასკვნა ათობით მსხვერპლის დეტალური ანალიზის შემდეგ მიიღეს. გამოკვლევები თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიებში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს მიაღწია. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუმცა დასავლეთი მომხდარში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მისი მოკავშირე რუსეთი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]