weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია - პეტრო პოროშენკო

10:14 პარასკევი, 23 ივნისი 2017

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.

„აბსოლუტურად არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში იმიტომ, რომ ის ჩემს დასახმარებლად იყო მოწვეული, შედეგს კი ხედავთ - მას უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია“, - განაცხადა პოროშენკომ ბრიუსელში, ტელეკომპანია „112 უკრაინა“-სთან ინტერვიუში.

პოროშენკოს განცხადებას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მას თვალს არ ადევნებს და ამიტომაც არ იცის ყველაფერი.

„ის ამბობს, რომ არ იცის, რით ვარ დაკავებული. ის რეგულარულად ისმენს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში თავისი პროტეჟის დემჩინას ანგარიშებს ქვეყანაში ჩემი გადაადგილების, კონტაქტებისა და საქმიანობის შესახებ...  მაგრამ მან რეალურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებმა არ იცოდნენ რას ვსაქმიანობთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა პოროშენკოსთვის საბოლოოდ არ გახდეს „ჩემი ქვეყანა“, არამედ ყველა უკრაინელის ქვეყანა იყოს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში.

მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წელს, პეტრო პოროშენკოს ინიციატივით დაინიშნა. 2016 წელს კი თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც დაასახელა ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ სურს.

ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]