დრიუ ანგერერი - ნიუ იორკი, აშშ: ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში მრავალგზის ბრალდებული ჰარვი ვაინშტაინი სასამართლოს შენობას ადვოკატ ბენ ბრაფმანთან ერთად ტოვებს. სასამართლომ მათი მოსმენისას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებები ძალაში დატოვა.
ხოაკინ სარმიენტო - მედელინი, კოლუმბია: სტუდენტები პერფორმანსით აპროტესტებენ პოლიტიკოს ივან დუკეს საბიუჯეტო გადაწყვეტილებას.
EPA - ლუვენი, შვეიცარია: 260 წლისა და 48 მ სიმაღლის ნაძვი სიბერისგან წაიქცა.
დენ კიტვუდი - ლონდონი, ინგლისი: დემონსტრანტი ქალი ცხენოსანი პოლიციელების ხაზის წინ „ბრექსიტის ღალატთან“ დაკავშირებულ აქციაზე.
ქრისტოფ არშამბო - პარიზი, საფრანგეთი: „ყვითელი ჟილეტის“ დემონსტრაციისას დაზიანებული ტრიუმფალური თაღის დეტალი.
ბერნადეტ საბო - ბუდაპეშტი, უნგრეთი: სპეცრაზმელები და დემონსტრანტები ერთმანეთის პირისპირ პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციისას.
ჯაფარ აშტიე - ნაბლუსი, პალესტინა: ველოსიპედიანი პალესტინელი დემონსტრანტი ცეცხლწაკიდებული საბურავების წინ.
Reuters - სანა, იემენი: გოგონა და ძაღლი საჰაერო იერიშისას დანგრეულ სახლთან.
AFP - შენიანი, ჩინეთი: მამაკაცი ლიაონის პროვინციაში მდებარე ტბაში ცურვისას.
Reuters - დაკარი, სენეგალი: გოგონა საკუთარი სახლის წინ.
ჯუნიორ კანა - მატადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა: ნახშირით, შეშითა და ბოსტნეულით დატვირთული ძველი „პეჟო“.
გორან ტომაშევიჩი - ბენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა: პარამედიკები სავარაუდოდ ებოლას ვირუსით გარდაცვლილ ადამიანის კუბოსთან.