weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტუნისში ჟურნალისტმა თავი დაიწვა

12:42 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

ტუნისში რევოლუციის მოწოდებით ჟურნალისტმა თავი დაიწვა. პატარა ქალაქ კასერინში მცხოვრებმა აბდერაზაკ ზორგიმ თვითმკვლელობამდე ვიდეოჩანაწერი გააკეთა, რომელშიც მოსახლეობას ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდებდა.

„კასერინის შვილებისთვის, რომლებსაც არსებობის საშუალება არ აქვთ, დღეს მე რევოლუციას ვიწყებ. მე თავს დავიწვავ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ტრაგედიამდე ჩაწერილ ვიდეოში ჟურნალისტმა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ჟურნალისტის სიკვდილმა აფრიკულ სახელმწიფოში დემონსტრაციების ტალღა გამოიწვია. აქტივისტები ტუნისში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის აქციებს მართავენ. რამდენიმე ქალაქში ახალგაზრდებმა ქუჩები გადაკეტეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.

სამართალდამცველებმა ვითარების გასანეიტრალებლად რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი აირი. არეულობის დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა. ხელისუფლებამ კასერინის პროვინციაში ვითარების გასაკონტროლებლად სამართალდამცავი ორგანოების დამატებითი წარმომადგენლები გაგზავნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]