weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ორი თურქული ტელეკომპანია დააჯარიმეს

10:51 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ორი ადგილობრივი ტელეკომპანია დააჯარიმეს და ფინანსური სანქციები დააკისრეს. ქვეყანაში პრეზიდენტის შეურაცხყოფა კანონით ისჯება.

სატელევიზიო გადაცემა, რომელიც Halk TV-ის ეთერით გადაიცემოდა, დროებით დახურეს. ამის მიზეზი გადაცემის წამყვანების მხრიდან თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებაა.

გავრცელებული ცნობით, მარეგულირებელმა კომისიამ წამყვანებს ბოდიშის მოხდა და საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოსთხოვა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ანალოგიური მიზეზით, ასევე დროებით აღარ გავა ეთერში თურქული Fox TV-ის რამდენიმე გადაცემა. წამყვანებს ამ შემთხვევაშიც საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]