სახლის მეპატრონეებმა სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინეს უცხო ადამიანი, რომელიც 35 წლის დერეკ ტარბოქსი აღმოჩნდა. შემდგომში იგი პოლიციასთან ამტკიცებდა, რომ სახლი თავისი მეგობრის ეგონა.
ტარბოქსმა თავდაპირველად სახლის მეპატრონეს სხვა ქალაქში, ჰოლისში არსებულ კუთვნილ სახლში წაყვანა სთხოვა, რაზეც იგი მალევე დათანხმდა, თუმცა იქვე აღმოაჩინა, რომ დერეკ ტარბოქსმა მის დაკეტილ სახლში ძალის გამოყენებით შეაღწია და სხვა ნივთებიც დააზიანა.
მოგვიანებით შერიფის ადმინისტრაციამ გაარკვია, რომ დერეკ ტარბოქსს ადგილზე მისასვლელად მანქანაც ჰქონდა გატაცებული.