weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იანვრის ავიაკატასტროფაზე ინფორმაციის მიჩქმალვის მცდელობაში ყირგიზეთში მთავრობას ადანაშაულებენ

11:14 ხუთშაბათი, 02 მარტი 2017

ყირგიზეთში ახალი ბრალდება დაემატა ოპოზიციური პარტია „ატა მეკენის“ ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის დაპატიმრებით გამოწვეულ დაპირისპირებას. ტეკებაევი, მისი პარტიის განცხადებით, იმიტომ დააკავეს, რომ სურთ მიჩქმალონ მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის იანვარში ბიშკეკთან მომხდარ ავიაკატასტროფას.

ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავში განთავსებული ტვირთი, ოპოზიციის თანახმად, ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს ეკუთვნოდა. ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მოგვიანებით ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უარყო ბრალდებები. მისი განცხადებით, თურქეთის ელჩმა ყალბი უწოდა ყირგიზი ოპოზიციონერების ხელთ არსებულ მტკიცებულებებს.

„ატა მეკენის“ ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცველებმა ტეკებაევი 26 თებერვალს დააკავეს - მაშინ, როდესაც ის თურქეთის გავლით კვიპროსიდან ბრუნდებოდა. ადვოკატი როგორც ამბობს, დაკავების მიზანი იყო ტეკებაევისთვის ხელის შეშლა იმ დოკუმენტების გამოქვეყნებაში, რომლებიც ცხადყოფდა, რომ თურქულ „ბოინგში“ განთავსებული ტვირთი ყირგიზეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ეკუთვნოდა.

შეგახსნებთ, რომ თურქეთის ავიაკომპანიის სატვირთო „ბოინგი“ 16 იანვარს ჩამოვარდა ბიშკეკთან ახლოს მდებარე დასახლებაში, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დასახლებაში მყოფი 35 პირი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]