weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველოს მოქალაქეებს 31 ოქტომბრამდე მონტენეგროში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ

17:56 პარასკევი, 23 ივნისი 2017

მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა და არაუმეტეს 30 დღით დარჩენა შეეძლებათ. უვიზო რეჟიმი 14 ივნისიდან შევიდა ძალაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივა უნგრეთში საქართველოს საელჩოს ეკუთვნის. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველოს ელჩის ზაზა კანდელაკის შეხვედრა მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან სელიმ ლიკასთან.

2006 წელს მონტენეგროს პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფო კავშირს გამოეყო. იმავე წელს ქვეყნის დამოუკიდებლობა ევროკავშირმა ცნო. 2008 წელს მონტენეგრომ ევროკავშირის წევრობის სურვილი გამოთქვა და ამჟამად ის წევრობის კანდიდატია.

2017 წლის ივნისში მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი ქვეყანა გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]