ბირჩის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი ნაწილობრივ დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ორი მოკლული ახალგაზრდა მძარცველი და შეიარაღებული სახლის მეპატრონე დახვდათ.
„მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და მან ცეცხლი გაუხსნა ორ მძარცველს, როდესაც ისინი მის სახლში შევიდნენ. ინციდენტი ჩვენ განვსაზღვრეთ როგორც სახლში შეჭრა, ამიტომაც ითვლება, რომ საცხოვრებლის მეპატრონემ ორივე მძარცველს ცეცხლი თავდაცვის მიზნით გაუხსნა,“ - განაცხადა ბრენტვუდის პოლიციის განყოფილების (BPD) ლეიტენანტმა უოლტერ ო’გრიდნიკმა.