weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეტეორული წვიმა: რა დროს და სად შეგვეძლება მისი დანახვა

17:04 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

დღეს ღამეს, უფრო ზუსტად კი 4 იანვარს გამთენიისას, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლები კვადრანტიდების მეტეორული წვიმის მომსწრენი გახდებიან. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის - საქართველოდან. წელს ამ მოვლენას თან ახლავს ერთი საკმაოდ ხელსაყრელი გარემოება - ახალი მთვარე, შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება.

მეტეორთა ცვენა პიკს 4 იანვრის დილას, თბილისის დროით 07:00 საათზე მიაღწევს. ახალი მთვარის გამო ნაკლები იქნება ბუნებრივი სინათლე ცაში და შესაბამისად, დავინახავთ მეტეორთა უმეტესობას. ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში, პიკის დროს, შესაძლებელი იქნება საათში 60-100 მეტეორამდე დანახვა, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდება.

მეტეორების ხილვა მთელ ცაზე იქნება შესაძლებელი, მაგრამ კვადრანტიდების მეტეორული წვიმა ყველაზე კარგად დიდი დათვის თანავარსკვლავედის სიახლოვეს გამოჩნდება.

მეტეორული წვიმა ხდება მაშინ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში უკიდურესად მაღალი სიჩქარით, პარალელური ტრაექტორიით შემოიჭრება კოსმოსური ნარჩენები - მეტეორიდები. მათი უმეტესობა ქვიშის მარცვალზე პატარაა და შესაბამისად, ყველა მათგანი ატოსფეროში შემოსვლისას იწვება, რაც დედამიწიდან კაშკაშა ნათების სახით ჩანს.

მეტეორული წვიმა წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მაგრამ მხოლოდ სამი მათგანი აღწევს საათში 100-ზე მეტ ერთეულს, ესენია: პერსეიდები აგვისტოში, ჯემინიდები დეკემბერში და კვადრანტიდები იანვარში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]