weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

კიევში მოკრივემ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი ქუჩაში ერთი დარტყმით მოკლა

11:58 პარასკევი, 04 იანვარი 2019

უკრაინის დედაქალაქ კიევში, ელიტურ დასახლება „ფრანგულ კვარტალში“, ქუჩაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილმა პროფესიონალმა მოკრივემ, პეტრო ოჩერეტიანიმ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი ერთი დარტყმით მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2 იანვარს, საღამოს, მოკრივე ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას უსაფრთხოების დაცვის 26 წლის თანამშრომელ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდა. მოკრივემ მას სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი მიწაზე დაეცა და ადგილზე მოკვდა.

ყოფილი სპორტსმენი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო უკრაინის პროფესიონალ მოკრივეთა ლიგის წევრი, პოლიციას ჩაბარდა. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]