შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქში, ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე მოხდა. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 15 წლის გოგონები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად გასართობ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და ცნობილ თამაშს თამაშობდნენ.
ინტელექტუალურ თამაშ Escape Room-ის წესების თანახმად, მოთამაშეები ერთ სივრცეში იკეტებიან და თავსატეხების საშუალებით ტერიტორიიდან თავის დაღწევის გზებს ეძებენ. აღნიშნული თამაში მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის მიხედვით გადაღებულია საშინელებათა ჟანრის რამდენიმე ფილმიც.