weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინდოელი მეცნიერების თქმით აინშტაინისა და ნიუტონის თეორიები მცდარია

14:39 სამშაბათი, 08 იანვარი 2019

ინდოეთის სამეცნიერო კონგრესის წევრებმა ალბერტ აინშტაინისა და ისააკ ნიუტონის აღმოჩენები ეჭვქვეშ დააყენეს. ზოგიერთი ინდოელი მეცნიერის მტკიცებით, ძველმა ინდოელებმა იცოდნენ ღეროვანი უჯრედების არსებობს შესახებ და ამ სფეროში კვლევებსაც ატარებდნენ.

ამის მტკიცებულებად ინდოეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა უძველესი ინდუისტური ტექსტი მოიყვანა. ანდრას უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნაგეშვარ რაო ასევე ამტკიცებს, რომ ინდუისტურ ეპოს „რამაიანაში“ ნახსენები დემონი 24 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავს და ასაფრენი ბილიკების ქსელს ფლობდა. კიდევ ერთი უნივერსიტეტის მეცნიერმა კი განაცხადა, რომ ალბერტ აინშტაინი და ისააკ ნიუტონი ცდებოდნენ და მათი თეორიები მცდარია.

ასეთი გამონათქვამების გამო, ინდოეთის სამეცნიერო კონგრესების ასოციაციამ შეშფოთება გამოთქვა. მათი თქმით, არავინ აყენებს ეჭვქვეშ უძველესი ინდუისტური ტექსტების ესთეტიკურ ღირებულებას, თუმცა ამ ტექსტებში მეცნიერული ჭეშმარიტების ძიება მიუღებელია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძველი ინდუისტური ტექსტები და მითები სკანდალური განცხადებების მიზეზი გახდა - გასულ წელს ინდოეთის განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თვითმფრინავები პირველად ინდურ ეპოსშია ნახსენები და პირველი საფრენი აპარატი ინდოელმა გამოიგონა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]