weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად 140 ადამიანი დაიღუპა

12:11 კვირა, 25 ივნისი 2017

პაკისტანში სულ მცირე 140 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტანკერი გზაზე გადაბრუნდა. ადგილობრივი მცხოვრებლები კი დაღვრილ საწვავს იღებდნენ, რა დროსაც მანქანა აალდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. როგორც ცნობილია, უმრავლესობას სხეულის 70%-ანი დამწვრობა აქვს მიღებული და მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზოგიერთი გარდაცვლილის ამოცნობა მხოლოდ დნმ ტესტის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა. ხანძარი კი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვის გადაგდებამ გამოიწვია.

ავტომანქანების გაუმართაობისა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, პაკისტანში ავარიები ხშირად ხდება. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]