აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.
ინციდენტის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ასევე, ვითარებას ადგილზე ეცნობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი.