weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო ძრავა გამოსცადა

11:20 ორშაბათი, 20 მარტი 2017

ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ძლიერი სარაკეტო ძრავის გამოცდა მოეწყო, რასაც კიმ ჩენ ინი, რომელიც სარაკეტო ძრავის გამოცდას პირადად ხელმძღვანელობდა, ქვეყნის სარაკეტო მრეწველობის „ახალ დაბადებას“ უწოდებს.

„მალე მთელი მსოფლიო დღევანდელი დღის დიდი გამარჯვების მნიშვნელობას იხილავს.“ - ქვეყნის აბსოლუტური ლიდერის სიტყვებს ჩრდილო კორეული სააგენტო ციტირებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ გრძელი რადიუსის რაკეტების ახალი ტიპის ძრავა გამოსცადა.

ინფორმაცია 19 მარტს გავრცელდა მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა. ძრავის გამოცდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ტილერსონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რეგიონში დაძაბულობა სახიფათო დონეზეა. ტილერსონმა მანამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ითანამშრომლებს ჩინეთთან საიმისოდ, რომ რეგიონში კონფლიქტი არ მოხდეს.

ტილერსონის ტურნე აღმოსავლეთ აზიაში ასევე მოიცავდა იაპონიასა და სამხრეთ კორეას. ვიზიტების დროს განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩებოდა ჩრდილოეთ კორეის საკითხი და შეშფოთება, რომელიც ამ ქვეყნის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას უკავშირდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]