weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

რასიზმის ბრალდების გამო ჯეიმს უოტსონს საპატიო ტიტულები ჩამოართვეს

10:34 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

დნმ-ის სტრუქტურის ერთ-ერთმა აღმომჩენმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, სახელგანთქმულმა გენეტიკოსმა ჯეიმს უოტსონმა თქვა, რომ რასა კავშირშია ინტელექტთან, რის გამოც კოლდ სპრინგ ჰარბორის ლაბორატორიამ 90 წლის მეცნიერს, რომელიც ლაბორატორიას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ყველა ჯილდო და ტიტული ჩამოართვა.

ოფიციალური განცხადებით, ლაბორატორია კატეგორიულად უარყოფს ჯეიმს უოტსონის უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო პირად მოსაზრებებს, რომლებიც ეთნიკურობას და გენეტიკას ეხება.

შეგახსენებთ, რომ ფრენსის კრიკთან და როზალინდ ფრანკლინთან ერთად, ჯეიმს უოტსონი ერთ-ერთი მეცნიერია, რომელმაც 1953 წელს დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურა აღმოაჩინარისთვისაც 1962 წელს ტრიოს ნობელის პრემია მიენიჭათ მედიცინის დარგში.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ლაბორატორიამ ის კანცლერის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მან ჟურნალ The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პესიმისტურად უყურებდა აფრიკის პერსპექტივას. მან ასევე განაცხადა, რომ სურს, ყველა რასა თანასწორი იყოს, თუმცა ადამიანები, რომლებიც შავკანიან დასაქმებულებთან მუშაობენ, ხედავენ რომ ეს არაა მართალი. იმ დროს უოტსონმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ როგორც მის შესახებ გადაღებულ ახალ დოკუმენტურ ფილმში ჩანს, მისი მოსაზრებები არ შეცვლილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]