weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მექსიკის ექს-პრეზიდენტს „ელ ჩაპოსგან“ 100 მილიონის აღებაში ადანაშაულებენ

10:20 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

მექსიკის ყოფილ პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოს ნარკობარონ ხოაკინ გუსმანისგან, იგივე „ელ ჩაპოსგან“ ქრთამის სახით 100 მილიონი დოლარის მიღებაში ადანაშაულებენ. როგორც მექსიკური მედია იუწყება, ექს-პრეზიდენტის მიერ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კრიმინალისგან ქრთამის აღების შესახებ ინფორმაცია ნიუ იორკში გამართული სასამართლო პროცესის დროს გახდა ცნობილი.

ჟურნალისტების ცნობით, ერთმა კოლუმბიელმა ნარკომოვაჭრემ ჩვენების მიცემის დროს მოსამართლეს უთხრა, რომ მექსიკის ყოფილმა ლიდერმა სოლიდური თანხა 2012 წელს, თანამდებობაზე დანიშვნამდე მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ელ ჩაპო“ ბოლოს 2016 წელს, სწორედ ენრიკე პენია ნიეტოს პრეზიდენტობის დროს დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მექსიკელი ნარკობარონის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანხას მექსიკის ორ ყოფილ პრეზიდენტს, ენრიკე პენია ნიეტოსა და ფელიპე კალდერონს უხდიდა. ორივე ყოფილი ლიდერი ბრალდებას უარყოფს.

ხოაკინ არჩევალდო გუსმან ლოერა პირველად 1993 წელს გვატემალაში დააკავეს, მექსიკაში გადაიყვანეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 2001 წელს კი ის ციხიდან გაიქცა. ამ პერიოდში სინალოას კარტელი იზრდებოდა და მას თავად გუსმანი ციხიდან, ასევე მისი ძმა არტურო მართავდა. „ელ ჩაპო“ მექსიკურ კარტელებს შორის გაჩაღებულ ომშიც მონაწილეობდა, სახელგანთქმულ ნარკობარონზე კი მასშტაბური ნადირობა გამოცხადდა. ხოაკინ გუსმანი მეორედ 2014 წელს დააკავეს, მომდევნო წელს კი კვლავ მოახერხა გაქცევა. მესამედ იგი, როგორც უკვე დავწერეთ, 2016 წელს დააპატიმრეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]