პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტებიც. მათგან ერთმა სასტუმროს შესასვლელში აიფეთქა თავი.
სამართალდამცავებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ პირველი სროლების შემდეგ თავდასხმის შეჩერება მოხერხდა და სასტუმროს ყველა შენობას პოლიცია აკონტროლებდა, თუმცა ამ განცხადებებიდან რამდენიმე წუთში სროლის ხმა დასასვენებელ კომპლექსში კვლავ გაისმა.
თვითმხილველების უმეტესობა ამბობს, რომ სასტუმროში ავტომატებით შეიარაღებული პირები ნახეს, რომლებიც ყუმბარებსაც ისროდნენ.