აქტივისტები მსვლელობას კვირას, 25 ივნისს აწყობდნენ, როდესაც მუსულმანური სამყარო რამაზან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავდა. სტამბოლის ხელისუფლებამ მსვლელობის ორგანიზებაზე ნებართვა აუსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, შაბათს არ გასცა. თუმცა ადამიანების მცირე ჯგუფი სტამბულის ცენტრალურ ადგილებში, მათ შორის თაქსიმის მოედანზე მაინც შეიკრიბა. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა ისთიქლალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ე.წ. სიამაყის მსვლელობა 2003 წლის შემდეგ იმართება.
მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, 2010 წლამდე ღონისძიებას ათი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ე.წ. სიამაყის მსვლელობა ჰომოსექსუალების უფლებების დაცვის მოთხოვნით ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით იმართება.