weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსების თითქმის ნახევარს რცხვენია, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა – გამოკითხვა

14:52 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

უახლესი გამოკითხვის შედეგების თანახმად, რუსების თითქმის ნახევარი (45%) საბჭოთა კავშირის დაშლის გამო სირცხვილს გრძნობს. ბოლო ერთ წელში ეს მაჩვენებელი 12%-ით არის გაზრდილი.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, „ლევადა-ცენტრმა“ კვლევა 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა. რესპონდენტებს შესთავაზეს ეპასუხათ კითხვაზე: „რის გრცხვენიათ, რა იწვევს თქვენში სირცხვილს და სინანულს, როდესაც საქმე მე-20 საუკუნის რუსეთის ისტორიას ეხება?“. „საბჭოთა კავშირის დაშალა“ – ეს რიგით მეორე ყველაზე პოპულარული პასუხი იყო. როგორც აღმოჩნდა, კიდევ უფრო მეტ რუსს (გამოკითხულთა 61%) რცხვენია მუდმივი სიღატაკის და არეულობის, რომელშიც ცხოვრება უწევთ. 24% სირცხვილს იმის გამო განიცდის, რომ რუსეთი დასავლეთს ჩამორჩება, ხოლო 21%-ს 1920-1950-იანი წლების რეპრესიების რცხვენია.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსების 9%-ს ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის გამო აქვს სირცხვილის გრძნობა. „ლევადა-ცენტრის“ მონაცემების თანახმად, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლები – 3% იყო.

გამოკითხული რუსების 87% „დიდ სამამულო ომში“ რუსეთის გამარჯვებით ამაყობს, კოსმოსის ათვისებაში რუსეთის წამყვანი როლით – 50%, ყირიმის ანექსიით – 45%, რუსული ლიტერატურით – 40%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]