weather cur horoscope tv
მარტი 15, 2026
×

შეტყობინება

Failed loading XML...

იტალიაში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

12:03 პარასკევი, 18 იანვარი 2019

იტალიური მედიის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა ქვეყანაში გასულ კვირას დაფიქსირდა და ქვეყანაში ვირუსით უკვე 15 ადამიანია გარდაცვლილი.

მხოლოდ იანვრის მეორე კვირაში, ვირუსით ინფიცირების 431 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ კვირას ინფიცირებულთა რიცხვზე 110 ათასით მეტია.

როგორც იტალიელი ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, ვირუსი პიკს უახლოეს კვირებში მიაღწევს, ამ სეზონზე ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი ორ მილიონს გადააჭარბებს.

ვირუსთან გამკლავება ყველაზე მეტად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს უჭირთ. მაღალია დაავადების მაჩვენებელი 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებშიც.

რაც შეეხება გეოგრაფიულ არეალს, ინფიცირების შემთხვევები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში გაცილებით მაღალია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]