weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციამ მაკრონის ყოფილი პირადი მცველი და მრჩეველი დააკავა

12:25 პარასკევი, 18 იანვარი 2019

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი მცველი და მრჩეველი, ალექსანდრ ბენალა დააკავა. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ბენალას დაკავების მიზეზი დიპლომატიური პასპორტების გამოყენება გახდა.

27 წლის, წარმოშობით მაროკოელი ალექსანდრ ბენალა თანამდებობიდან გასულ წელს გაათავისუფლეს. მიზეზი საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტის ცემა გახდა, რომელიც ვიდეოკამერებმა აღბეჭდეს.

მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლების მიუხედავად, ბენალა დიპლომატიური პასპორტებით მოგზაურობას აგრძელებდა.

თავად ბენალა აცხადებს, რომ დიპლომატიური პასპორტები თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ ჩააბარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]