weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქერჩის სრუტესთან ტანკერებზე ხანძრის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ათს კი ეძებენ

11:47 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

რუსული მედიის ცნობით, შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ორ საწვავის ტანკერზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულია ათი და დაკარგულია ათი ადამიანი.

ორივე ხომალდზე სულ ეკიპაჟის 32 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. მაშველებმა 12 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს.

ხანძარი ქერჩის სრუტის მახლობლად არსებულ ორ ხომალდზე - „მაესტროსა“ და „კანდიზე“გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ერთი ხომალდიდან მეორეზე საწვავის გადატვირთვის დროს აალება მოხდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. მეზღვაურები გადარჩენის მიზნით ზღვაში გადახტნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]