weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ალ-ქაიდამ 2011 წელს დატყვევებული მამაკაცი გაათავისუფლა

23:06 ორშაბათი, 26 ივნისი 2017

ალ-ქაიდამ შვედი იოჰან გუსტაფსონი შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" შვედეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგოტ ვალსტრომის განცხადებით, იოჰან გუსტაფსონი სამშობლოში თვითმფრინავით დააბრუნეს და ის კარგ განწყობაზეა. მისივე თქმით, გუსტაფსონის ტყვეობიდან გათავისუფლება ძლერი ძალისხმევისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვასა სახელმწიფოების სამართალდამცავი სტრუქტურებისა და მთავრობების თანამშრომლობის შედეგია. მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ სახელმწიფოებს გულისხმობდა.

42 წლის იოჰან გუსტაფსონი 2011 წლის მაისში, ორ სხვა მამაკაცთან ერთად, მალიში, "ალ-ქაიდამ ისლამურ მაღრიბში" (AQIM) დაატყვევა. ერთ-ერთი ტყვე 2015 წელს გადაარჩინეს.

მალიში 2012 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო. 2013 წელს კი ქვეყანაში საფრანგეთის ჯარი შეიყვანეს, რომელმაც ისლამისტებისგან რამდენიმე ქალაქის გათავისუფლება შეძლო. ფრანგი სამხედროების შესვლამდე ტერორისტულმა დაჯგუფებამ არაერთი უცხოელი დაატყვევა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]