weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ისრაელში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა

12:02 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

ისრაელში ახალი საერთაშორისო აეროპორტი სახელად გაიხსნა, რომელიც პირველი ებრაელი ასტრონავტისა და მისი შვილის - ილან და ასაფ რამონების სახელს ატარებს. იგი წითელი ზღვის პირას მდებარე კურორტ ეილათიდან 18 კილომეტრში მდებარეობს.

„რამონი“ ქვეყანაში ბენ გურიონის სახელობის აეროპორტის შემდეგ მგზავრთა ნაკადის მიხედვით რიგით მეორე აეროპორტი გახდება. პროგნოზის მიხედვით, მუშაობის პირველი წლის განმავლობაში „რამონი“ ორ მილიონ მგზავრს მოემსახურება. მოგვიანებით მგზავრთნაკადის წელიწადში 4.5 მილიონამდე გაზრდაა დაგეგმილი.

პირველ მგზავრებს აეროპორტი 4 თებერვალს მიიღებს. თავდაპირველად ის მხოლოდ ადგილობრივ რეისებს მოემსახურება, საერთაშორისო ფრენები კი მარტიდან განხორციელდება. აეროპორტის მშენებლობაზე დაახლოებით 400 მილიონი ევრო დაიხარჯა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]