თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი სპეცრაზმის ბაზასთან ააფეთქა. ტერაქტი ქალაქ მაიდან შაჰრში 21 იანვარს, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა.
ავღანელმა სპეცრაზმელებმა სამი თავდამსხმელი მოკლეს, მაგრამ კიდევ ერთმა თალიბმა ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილის აფეთქება მოასწრო.