weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

დონალდ და მელანია ტრამპები დამცინავი „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები არიან

16:14 სამშაბათი, 22 იანვარი 2019 hits 341

ჰოლივუდური ფილმების დამცინავი დაჯილდოება „ოქროს ჟოლოს“ ნომინანტების სია ახლახანს გამოქვეყნდა. 2018 წლის ყველაზე ცუდ ფილმებსა და მსახიობებს შორის წარდგენილნი არიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი.

ტრამპი, რომელმაც „ოქროს ჟოლოს“ ჯილდოზე ერთხელ უკვე გაიმარჯვა 1991 წლის ფილმისთვის Ghosts Can’t Do It, როგორც ყველზე ცუდმა მეორეხარისხოვანმა მსახიობმა, წელს ნომინირებულია როგორც მამაკაცის ყველაზე ცუდი მთავარი როლის შემსრულებელი დოკუმენტური ფილმებისთვის - Death of a Nation (რეჟ. დინეშ დ'სოუზა) და Fahrenheit 11/9 (რეჟ. მაიკლ მური) . რაც შეეხება მელანია ტრამპს, იგი მაიკლ მურის დოკუმენტური ფილმით ქალის ყველაზე ცუდ მეორეხარისხოვან როლზეა ნომინირებული.

ტრამპთან ერთად იგივე ნომინაციაში არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები: ჯონი დეპი (Sherlock Gnomes), ჯონ ტრავოლტა (Gotti), ბრიუს უილისი (Death Wish) და უილ ფერელი (Holmes & Watson), მელანია ტრამპს კი დამცინავი ჯილდოსთვის ბრძოლაში ოსკაროსანი მარშა გეი ჰარდენი (Fifty Shades Freed), კელი პრესტონი (Gotti), ჯაზ სინკლერი (Slender Man) და დონალდ ტრამპის მრჩეველი კელიან კონვეი (Fahrenheit 11/9) ეცილებიან.

„ოქროს ჟოლოს“ გამარჯვებულები 23 თებერვალს, ტრადიციულად ოსკარების დაჯილდოების წინა დღეს გახდება ცნობილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]