ტრამპი, რომელმაც „ოქროს ჟოლოს“ ჯილდოზე ერთხელ უკვე გაიმარჯვა 1991 წლის ფილმისთვის Ghosts Can’t Do It, როგორც ყველზე ცუდმა მეორეხარისხოვანმა მსახიობმა, წელს ნომინირებულია როგორც მამაკაცის ყველაზე ცუდი მთავარი როლის შემსრულებელი დოკუმენტური ფილმებისთვის - Death of a Nation (რეჟ. დინეშ დ'სოუზა) და Fahrenheit 11/9 (რეჟ. მაიკლ მური) . რაც შეეხება მელანია ტრამპს, იგი მაიკლ მურის დოკუმენტური ფილმით ქალის ყველაზე ცუდ მეორეხარისხოვან როლზეა ნომინირებული.
ტრამპთან ერთად იგივე ნომინაციაში არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები: ჯონი დეპი (Sherlock Gnomes), ჯონ ტრავოლტა (Gotti), ბრიუს უილისი (Death Wish) და უილ ფერელი (Holmes & Watson), მელანია ტრამპს კი დამცინავი ჯილდოსთვის ბრძოლაში ოსკაროსანი მარშა გეი ჰარდენი (Fifty Shades Freed), კელი პრესტონი (Gotti), ჯაზ სინკლერი (Slender Man) და დონალდ ტრამპის მრჩეველი კელიან კონვეი (Fahrenheit 11/9) ეცილებიან.
„ოქროს ჟოლოს“ გამარჯვებულები 23 თებერვალს, ტრადიციულად ოსკარების დაჯილდოების წინა დღეს გახდება ცნობილი.