weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სააკაშვილმა ტიმოშენკოს პრეზიდენტის არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა

16:46 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის ოპოზიციური პარტიის, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის 2019 წლის არჩევნებში იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, სააკაშვილის მხარდამჭერი მიმართვა ტიმოშენკოს პარტიის, „ბატკივშჩინას“ ყრილობაზე მოისმინეს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სჯერა, იულია ტიმოშენკო „პოროშენკოს ბანდის გაძევებას შეძლებს“.

„იულიას თითქმის 20 წელია ვიცნობ. ბევრჯერ გვიკამათია, ამ ხნის განმავლობაში ვთანხმდებოდით და ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მას ჩემს მეგობრად ვთვლი. ჩვენ გვახსოვს 2008 წელი. საქართველოს ახსოვს და მინდა მადლობა გადავუხადო იულია ტიმოშენკოს იმისთვის, რომ მისმა მთავრობამ მაშინ ჰუმანიტარული დახმარება გამოგვიგზავნა. იულია ტიმოშენკო ერთ-ერთი პირველი ჩამოვიდა ვარშავაში ჩემს მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამომართვეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც 2014 წელს 54.7%-იანი მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი, უფლება აქვს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებოობაზე კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]