დაკავებულებს შორის არიან 18 წლის ენდრიუ კრაისელი, 19 წლის ვინსენტ ვეტრომილი და 20 წლის ბრაიან კოლანერი, ასევე 16 წლის მოზარდი. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს უკვე რამდენიმე წელია იცნობენ და მუსლიმურ დასახლებაზე თავდასხმას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდნენ.
მათ დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და 23 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სოფელი ისლამბერგი 1980-იან წლების ბოლოს პაკისტანელმა სასულიერო პირმა მუბარაქ ალი გილანიმ დააარსა. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნულ დასახლებაში მუსლიმი ტერორისტების საწრთვნელი ბანაკია განთავსებული.