„ჩვენმა პრეზიდენტმა დაურეკა და თურქეთის მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს. უთხრა მას: „ჩემო ძმაო, მადურო! გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ!“ – დაწერა ერდოღანის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმა Twitter-ზე
ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს, კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე გამოცხადა. ის უკვე აღიარეს აშშ-მა, ბრაზილიამ, არგენტინამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, გვატემალამ და საქართველომ.
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წელს აირჩიეს. ის ქვეყანას 2013 წლიდან მართავს.