weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ძმაო მადურო! გამაგრდი, შენთან ვართ!“ – ერდოღანმა მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა

13:05 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019
ერდოღანი და მადურო, 2018 წლის დეკემბერი ერდოღანი და მადურო, 2018 წლის დეკემბერი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს დაურეკა და მხარდაჭერა აღუთქვა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა დაურეკა და თურქეთის მხარდაჭერა გამოუცხადა ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს. უთხრა მას: „ჩემო ძმაო, მადურო! გამაგრდი, ჩვენ შენთან ვართ!“ – დაწერა ერდოღანის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმა Twitter-ზე

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს, კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე გამოცხადა. ის უკვე აღიარეს აშშ-მა, ბრაზილიამ, არგენტინამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, გვატემალამ და საქართველომ.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წელს აირჩიეს. ის ქვეყანას 2013 წლიდან მართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]