weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კაშხლის გარღვევის შედეგად ბრაზილიაში 9 ადამიანი დაიღუპა, 300–მდე კი დაკარგულია

12:22 შაბათი, 26 იანვარი 2019

სამხრეთ–აღმოსავლეთ ბრაზილიაში, მინას–ჟერაისის შტატში, რკინის მომპოვებელი მაღაროს მიმდებარედ, სამთო ნარჩენების რეზერვუარის გარღვევის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 300–ის ადგილსამყოფელი კი უცნობია. შტატის გუბერნატორის თქმით, ძალიან მცირეა შანსი, რომ დაკარგულები ცოცხლები იპოვონ.

კაშხლის გარღვევის შედეგად წარმოქმნილმა წყლის ნაკადმა, რომელიც მეტალურგიული მრეწველობის ნარჩენებით იყო დაბინძურებული, რამდენიმე ფერმერულ დასახლებას გადაუარა. საჭირო გახდა უახლოესი რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუირება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკარგულთა შორის საბადოს 100 თანამშრომელია. ისინი ადმინისტრაციულ შენობაში სადილობდნენ, როდესაც ღვარცოფმა გადაუარათ.

მაღარო, სადაც კატასტროფა მოხდა, რკინის მომპოვებელ უმსხვილეს ბრაზილიურ კორპორაციას Vale-ს ეკუთვნის. კომპანიის სახელს რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკავშირდება. მაგალითად, 2015 წლის ნოემბერში, მისი შვილობილი კომპანიის საკუთრებაში არსებული კაშხლის გარღვევას ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვა. მაშინ 19 ადამიანი დაიღუპა, 600 კი უსახლკაროდ დარჩა. დაბინძურდა მდინარე რიუ–დოსი და მისი შენაკადები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]