ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მადუროსადმი უდიდესი სიმპათია აქამდე საჯაროდ ორი წლის წინაც გამოხატა, როდესაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩვენ სიკვდილამდე ჩავისტები (უგო ჩავესის იდეოლოგია) ვართ და თუ მადურო მიბრძანებს, მზად ვარ, ჯარისკაცის ფორმა ჩავიცვა და თავისუფალი ვენესუელის დასაცავად ვიბრძოლო“.
შეგახსენებთ, რომ მარადონა ვენესუელის ულტრა-მემარცხენე ექს-პრეზიდენტ უგო ჩავესის დიდი მეგობარი იყო.