ტრამპმა განკარგულებას ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ ქვანახშირთან ბრძოლა დასრულდა და დაიწყო ახალი ერა ენერგიის წარმოებაში. განკარგულების ძალით, შეწყდა მორატორიუმი, რომელიც ეხებოდა აშშ-ის ფედერალურ მიწებზე ქვანახშირის საბადოების არენდას და გაიცა ნებართვა, გადაიხედოს სუფთა ენერგიების გეგმა, რომლის მიზანი იყო ე.წ. სათბურის გაზების გამოყოფის შეზღუდვა.
23 მარტს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კლიმატის ცვლილებას უწოდა უპრეცედენტო და მზარდი საფრთხე, რომლის წინააღმდეგ საჭიროა გადაუდებელი და გადამჭრელი მოქმედება.