weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანია ლენინგრადის ბლოკადის დროს გადარჩენილებს დაეხმარება

12:46 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლენინგრადის ბლოკადის დროს გადარჩენილების დასახმარებლად 12 მილიონ ევრო გამოყო. აღნიშნული თანხა ასევე მოხმარდება ომის ვეტერანებისთვის საავადმყოფოს მოდერნიზაციასა და გერმანულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის შექმნას.

სპეციალურ განცხადებაში გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ ბლოკადა ისტორიაში შევიდა როგორც - მთელი ქალაქისა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, ბლოკადის შედეგად გადარჩენილებისთვის დახმარების გამოყოფა კი ეფუძნება ჩადენილ უკანონობაზე პასუხისმგებლობის აღიარებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის თქმით, ეს ჟესტი არის სიმბოლო, რომ გერმანია აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, ასევე - სიგნალი, რომ მსგავსი რამ არასდროს უნდა განმეორდეს.

ლენინგრადის ბლოკადა 1941 წლის 8 სექტემბერს დაიწყო და თითქმის 900 დღე გრძელდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მონაცემით, 400 ათასი ადამიანიდან 1.5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ამათგან საომარ მოქმედებებს 3% ემსხვერპლა, დანარჩენი კი შიმშილის შედეგად დაიღუპა.

27 იანვარს რუსეთში ლენინგრადის ბლოკადის დასრულების 75-ე წლისთავი აღნიშნეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]