weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამაკაცი რომელიც კრონის დაავადებით იტანჯებოდა ჩემპიონი გახდა

14:21 სამშაბათი, 29 იანვარი 2019

ინგლისის ქალაქ ლიდსში მცხოვრები მენი სინგ ტურა ორი წლის წინ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - ახალგაზრდა მამაკაცს 2016 წლის დეკემბერში კრონის დაავადება დაუდგინდა, რამაც იგი უკიდურესად მძიმე კონდიციამდე მიიყვანა.

ინდური ფესვების მქონე 27 წლის მენი ახლა უკვე ბოდიბილდერი და ძალოსანი სპორტსმენია. იგი რეგიონულ ტურნირზე ჩემპიონიც გახდა.

როგორც თავად ყვება, მენი სინგჰ ტურამ კრონის დაავადებასთან ბრძოლისას 20 კგ დაკარგა. იგი სხეულში ე.წ. ილეოსტომიურ ჩანთას ატარებდა, თუმცა საკუთარ თავს მიზანი დაუსახა და ერთ წელიწადში გაძლიერებულ კვებასათან ერთად სერიოზული ვარჯიში დაიწყო და მალე დადებითი შედეგიც მიიღო.

კრონის დაავადება, რომელიც ამერიკელი გასტროენტეროლოგის, ბარილ ბერნარდ კრონის სახელს ატარებს, ენტერიტის (წვრილი ნაწლავების ანთება) სახეობაა. იგი საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვითარდება, ქრონიკულია და ფატალურ მდგომარეობამდეც მიყავს ადამიანი. დაავადებას, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია და მხოლოდ წარმოშობის სავარაუდო ფაქტორები აქვს, ახასიათებს სახსრების ტკივილები, მუცლის ტკივილები, დიარეა, ფაღარათი, სიცხე და ა.შ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]