ბარის მფლობელი მაიკლ გალკოვიჩი გახლავთ, რომელიც ორი ოსკარის მფლობელი სცენარისტისა და რეჟისორის შემოქმედების უდიდესი ფანია.
„მე უამრავი სხვა ადამიანის მსგავსად ტარანტინოს მართლაც დიდი ფანატი ვარ. მას ნამდვილი კულტ მიმდევრები ჰყავს, მე კი მსურდა, უბრალოდ მისი და მისი შემოქმედების საპატივსაცემოდ ერთგვარი ომაჟი შემექმნა“ - განმარტა KillBar-ის მეპატრონემ.
ბარის კედლებზე ილუსტრატორ ამარ სტიუარტის ნამუშევრებია, რომლებიც ტარანტინოს ფილმებს ასახავს, კერძები და სასმელები კი იმ კოქტეილებსაც მოიცავს, რომლებიც რეჟისორის ფილმოგრაფიასთან აქვს კავშირი - KillBar Moscow Mule, Tarantino Iced Tea, Bloody Bride Mojito, Jack Rabbit Slim milkshake, Big Kahuna.
KillBar-ში, რომელიც 40-ზე მეტ ადამიანს იტევს, ყოველ ორშაბათს ტარანტინოს ფილმების ჩვენებები ეწყობა.