weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუაიდო ევროკავშირისგან მადუროს საწინააღმდეგო სანქციებს ითხოვს

15:41 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

ვენესუელის ოპოზიციონერი ლიდერი ხუან გუაიდო ევროკავშირისგან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ზემოქმედების გაძლიერებას ითხოვს.

გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბრის დროს გუაიდომ აღნიშნა, რომ ვენესუელა დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და ქვეყანაში სულ უფრო მეტ ადამიანს კლავენ. მისივე თქმით, ამ პირობების გათვალისწინებით, ევროკავშირმა ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, ნიკოლას მადუროს რეჟიმზე სანქციები უნდა დააწესოს. როგორც ხუან გუაიდომ ინტერვიუში აღნიშნა, ვენესუელელი ოპოზიციონერები მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ, რასაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც მოწმობს.

როგორც უკვე ცნობილია, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაიბლოკა ოპოზიციონერის ყველა ანგარიში.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ნავთობის სექტორზე სანქციები დააწესა. შავ სიაში ძირითადად სახელმწიფო კონცერნი PdVSA მოხვდა. სანქციების თანახმად, ვენესუელა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაყიდვას მომავალშიც შეძლებს, თუმცა თანხა იმ ანგარიშზე გადაირიცხება, რომელზე წვდომაც ნიკოლას მადუროს არ აქვს.

თავის მხრივ, ნიკოლას მადურომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობასა და მაფიას მისი მოკვლის დავალება მისცა, თუმცა ვენესუელის დაზვერვა კარგად მუშაობს და მისი უსაფრთხოება დაცულია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]