weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მექსიკელი მსახიობი ვიზის გამო ოსკარების ცერემონიას ვერ ესწრება

12:09 ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019

მექსიკელ მსახიობ ხორხე ანტონიო გერეროს, რომელიც ალფონსო კუარონის „რომაში“ ერთ-ერთ როლს ასრულებს, ვიზას არ აძლევენ. კომპანია „ნეტფლიქსი“, რომელსაც ფილმის დისტრიბუციის უფლებები ეკუთვნის, ცდილობს, მსახიობმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე, ამერიკის საზღვრის გადმოკვეთა შეძლოს.

გერერომ, რომელიც ფილმში უარყოფით გმირს ასრულებს, ვიზაზე განაცხადი უკვე სამჯერ შეიტანა და სამჯერვე უარი მიიღო. მსახიობი ვერცერთ დაჯილდოებას დაესწრო ამ სეზონზე, მათ შორის - ოქროს გლობუსების დაჯილდოებას, სადაც „რომამ“ ორი ჯილდო აიღო.

შეგახსენებთ, რომ მექსიკური შავ-თეთრი დრამა „რომა“, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი, მემონტაჟე და ოპერატორი ოსკაროსანი ალფონსო კუარონი გახლავთ, წლევანდელ ოსკარებზე ყველაზე მეტ, 10 ნომინაციაშია წარდგენილი და 2018 წლის საუკეთესო ფილმის წოდების მთავარი კანდიდატია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]