weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეერთებული შტატების სენატმა მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

11:25 ხუთშაბათი, 30 მარტი 2017

აშშ-ის სენატმა NATO-ში ჩერნოგორიის გაწევრიანებასა და შესაბამისად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მხარი დაუჭირა, რაც სავარაუდოდ კრემლის მკვეთრად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.

28 მარტს გამართული კენჭისყრისას ამერიკელ სენატორთა დიდი უმრავლესობა მიემხრო NATO-ში ბალკანეთის პატარა სახელმწიფოს, მონტენეგროს იგივე ჩერნოგორიის რესპუბლიკის მიღებას. ალიანსის წევრებიდან ახლა მხოლოდ ესპანეთი და ნიდერლანდები დარჩნენ, სადაც ჯერ არ მოუხდენიათ ჩერნოგორიის გაწევრიანებაზე შეთანხმების რატიფიცირება, თუმცა აშშ-ის თანხმობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა.

რუსეთს არაერთხელ გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება NATO-ში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხზე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩერნოგორიაში ადგილი ჰქონდა გადატრიალების მცდელობას, რომელშიც კრემლის კვალს ხედავენ, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩერნოგორიის მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში კრემლის მონაწილეობა უარყო.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]