პაპი ფრანცისკე საამიროების დედაქალაქ აბუ დაბის მემკვიდრე პრინცს, ავტორიტეტული ისლამური უნივერსიტეტის, ალ-აზხარის ხელმძღვანელსა და სხვა მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდება. რომის პაპის პატივსაცემად, აბუ დაბიში ადამიანური ძმობის შესახებ გლობალური კონფერენციაა ორგანიზებული, სადაც რელიგიური ლიდერები მთელი მსოფლიოდან არიან მიწვეულნი.
ვიზიტის ბოლო დღეს აბუ დაბის სტადიონზე მესა ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ 100 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.