სკოტ ოლსონი - ჩიკაგო, ილინიოსი: ყინულით დაფარული მიჩიგანის ტბა.
რამონ ესპინოსა - ჰავანა, კუბა: ადამიანების ჯგუფი ტორნადოგადავლილ შენობებთან.
Reuters - ტიერა ბლანკა, მექსიკა: ჰონდურასელი მიგრანტი თავის ოთხი თვის შვილთან ერთად შეერთებული შტატებისკენ მიემგზავრება.
ხორხე კაბრერა - ტეგუსიგალპა, ჰონდურასი: პრეზიდენტ ხუან ორლანდო ერნანდესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე დემონსტრანტი პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის.
ფედერიკო პარა - კარაკასი, ვენესუელა: თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ხუან გუაიდო ოჯახის წევრებთან ერთად მედიის წარმომადგენლების გარემოცვაში.
დუგლას მაგნო - ბრუმადინიო, ბრაზილია: მეხანძრე-მაშველები გადარჩენილ ადამიანებსა და გვამებს ეძებენ კაშხალზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.
EPA - სობი, უნგრეთი: რუმინული სატვირთო გემი მდინარე დუნაიზე.
ოლგა მალცევა - სანკტ პეტერბურგი, რუსეთი: ლენინგრადის ბლოკადის მოხსნის 75 წლისთავთან დაკავშირებული აღლუმი.
Xinhua - ღაზა, პალესტინა: პალესტინელი დემონსტრანტები ისრაელის სპეცრაზმის წინააღმდეგ.
იბრაჰიმ იასუფი - ჯისრ ალ-შუღური, სირია: ბავშვები იდლიბის პროვინციაში დანგრეული შენობის კედელს სასრიალოდ იყენებენ.
შამი მეჰრა - ჯალანდჰარი, ინდოეთი: ლეოპარდი თავს ესხმის ადამიანს. ხსენებული ცხოველი იმავე დღეს სულ 6 ადამიანს დაესხა თავს, თუმცა არცერთი მათგანის დაზიანება სერიოზული არ გამოდგა.
ლორან დე ჩიკა - ბანგკოკი, ტაილანდი: შუშაზე არეკლილი ქალაქის ლანდშაფტი ძლიერი სმოგისას.