weather cur horoscope tv
დეკემბერი 31, 2024

თურქეთი საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის

15:28 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას პირველი, ოფიციალური კოსმოსური სააგენტოს შექმნის შესახებ. მეცნიერები მის ამ ისტორიულ ნაბიჯს მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები და შეჩერდება ქვეყნიდან ცოდნის გადინება.

თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრის, მუსტაფა ვარანქის განცხადებით, ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია ქვეყნისთვის, რომლის დროშაზეც მთვარე და ვარსკვლავია გამოსახული.

ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, სააგენტო შექმნის რაკეტების გამშვებ და კოსმოსის საკვლევ ტექნოლოგიებს და ითანამშრომლებს ქვეყნის სხვა კოსმოსურ კვლევით ცენტრებთან. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შეიქმნება და რა თანხას მიიღებს ბიუჯეტიდან ახალი ორგანიზაცია.

თურქეთის ხელისუფლება ამჟამად რამდენიმე კოსმოსურ-კვლევით ცენტრს აფინანსებს. ცნობილი ხდება, რომ ორ მათგანს სუბსიდირება შეუწყდება, რადგან ფული ახალ სააგენტოში გადამისამართდება.

ახალი სააგენტო კოორდინირებას გაუწევს როგორც ამ ინსტიტუტებს, ისე თურქეთის აეროკოსმოსურ ინდუსტრიას - თურქეთის რაკეტების მწარმოებელ მთავარ კომპანია Roketsan-სა და ნახევრად კერძო თანამგზავრულ ორგანიზაცია Türksat-ს.

NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) წარმოშობით თურქი ასტროფიზიკოსის, უმუთ ილდიზის განცხადებით, თურქეთში კოსმოსისა და ზოგადად, მეცნიერების მიმართულებით საკმაოდ ბევრი სტუდენტი სწავლობს. მისივე თქმით, კარგად შემუშავებული კოსმოსური პროგრამა შესაძლოა სწორედ ის იყოს, რაც შემდეგ თაობას ბედნიერი მომავლისთვის სჭირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]